ტორტი ისეთი საკვების სიას მიეკუთვნება რომლის წარმოშობის ზუსტი თარიღი უცნობია. ისტორიკოსები, ლინგვისტებთან ერთად თვლიან, რომ პირველი ტორტი დაახლოვებით 2000 წლის წინ წარმოიშვა იტალიაში. სიტყვა ტორტი იტალიურად ნიშნავს მდიდრულადმორთულს, მაგრამ თავდაპირველად ითარგმნებოდა როგორც ხმიადი. ასევე არსებობსთეორია, რომ ტორტი პირველად გამოიგონეს საბერძნეთში, რადგან სწორედ ამტერიტორაზე აღმოაჩინეს მოხარშული, გატარებული მარცვლეულისგან გამომცხვარინამცხვრები, რომლებიც აპლიკაციებითა და ნახატებით იყო მორთული. საზოგადოებისმესამე ნაწილს მიაჩნია, რომ მხოლოდ აღმოსავლეთი, თავისი განსაკუთრებულიტკბილეულებით (იხ. სურათი 1), შეძლებდა ტორტის ასეთი რთული რეცეპტებისმოფიქრებას. ყველასათვის ცნობილია ის გასაკუთრებული, ჯადოსნური და შთამბეჭდავიაღმოსავლური ტკბილეულობა, რომელსაც ყველაზე იდუმალი მხარის ცნობილიკულინარები ამზადებენ. ამ თეორიის მიმდევრებმა გაარკვიეს, რომ იმ დროის მზარეულებისაკუთარ ტკბილეულობას რძის, თაფლისა და ცეზამის მარცვლებისგან ამზადებდნენ დარაც მთავარია, ფორმითაც ჩვენთვის კარგად ნაცნობ ტორტებს წააგავდნენ.

 

 

მაგრამ, როგორც არ უნდა ყოფილიყო, ახლა მოდის კანონმდებლად ტორტების სამყაროშისაფრანგეთი ითვლება. სწორედ ფრანგი კონდიტერები კარნახობენ ტორტის მორთვისა დასერვირების ტენდენციებს მთელ მსოფლიოს. საფრანგეთში წარმოიშვა ბეზე, კრემი,კარამელი, ჟელე და ბისკვიტი - ის, რის გარეშეც თანამედროვე ტორტი შეუძლებელიაწარმოვიდგინოთ. თუმცა რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ყველაზე ცნობილი არაფრანგული, არამედ გერმანული, ავსტრიული და რუსული ტორტებია.

დროთა განმავლობაში რეცეპტები, ისევე როგორც ტორტის ფორმები თანდათანრთულდებოდა და იხვეწებოდა. თავიდან ტორტებს ჩვეულებრივ ქვაბებში აცხობდნენ,მოგვიანებით წარმოიშვა პირველი მრგვალი ფორმები ტორტისთვის, რომელთაც ძირი არგააჩნდათ. მომდევნო აღმოჩენა, რომელმაც ტორტებს კარგი სამსახური გაუწია იყო სოდის გამოყენება ცხობისას, ხოლო უფრო მოგვიანებით საფუარის ფხვნილის გამოყენებაც.უახლოეს წარსულში ბლენდერებმა, მიქსერებმა და სხვა სამზარეულოს ტექნიკამ კიდევუფრო გაამარტივა ტორტის ცხობის პროცესი.
ტორტი ესაა ბისკვიტის რამდენიმე ფენა, რომელიც გაჟღენთილია კრემით, სიროფით ანმურაბით, შიგთავსით, - კენკრით, ხილით, სუფლეთი ან შოკოლადით. ზემოდან ტორტიირთვება მინანქრით, კრემით ან ისევ ხილით, რომელსაც სხვადასხვა ფორმების სახითალაგებენ. თვითონ ტორტის ცომი შეიძლება იყოს ფხვიერი, ფენოვანი, ბისკვიტი ან ვაფლის.

 

 

ტორტის რეცეპტების რაოდენობა უთვალავია. იმდენი ერთმანეთისგან განსხვავებულიტორტი არსებობს ამ ქვეყნად, რომ ზოგიერთი ქვეყანა საერთოდ არც დაობს ამა თუ იმტორტის შექმნის პირველობაზე. ყოველ ქვეყანას შეხვდება ერთი ან ზოგჯერ რამდენიმეგანსაკუთრებული ტორტის სახეობა. უნგრეთში მაგალითად, სტუმარს აუცილებლადგაუმასპინძლდებიან ცნობილი ტორტი „ესტერჰაზით“ (იხ ფოტო 2), ხოლო საფრანგეთშიძალიან უყვართ ღია ხილის ტორტები Tarte Tatin (იხ. ფოტო 3), შვეიცარია კი ცნობილიათავისი სტაფილოს ტორტებით. შვედეთში ორი სახის ტორტს ანიჭებენ უპირატესობას :„ვაშლის“ და ცნობილ შვედურ ჰაეროვანს, მორთულს ნაღებით. ავსტრია კიდევ ერთიქვეყანაა, რომელსაც ორი საფირმო ტორტი გააჩნია. ერთ ერთია „ტორტი ლინციდან“მოცხარის შიგთავსით, რომელიც ქალაქ ლინცში გამოიგონეს და დიდხანს ინახება. რაოდენგასაკვირიც არ უნდა იყოს, ტორტი რუსული დასახელებით „ანა პავლოვა“ სულაც არაარუსეთის საფირმო ტკბილეული, ის ახალ ზელანდიაში გამოგონეს ცნობილი ბალერინასპატივსაცემად, რომელიც გასტროლებზე იყო ამ ქვეყანაში. (იხ. სურათი 4).

საკმაოდ უცნაურ და საინტერესო ტორტს შესთავაზებენ ტურისტს ესპანეთში, სახელადTarta de bellota (იხ. ფოტო 5), თუ ტორტის გემოთი ვიმსჯელებდით მასში თაფლი დაყაყაჩოს თესლები შედის, თუმცა როდესაც ტურისტმა იკითხა რისგან შედგებოდა ტორტი,ოფიციანტმა უპასუხა, რომ ეს ღორების საკვები იყო. როგორც აღმოჩნდა ესპანელმაოფიციანტმა რკო იგულისხმა.
უცნაურია ასევე ისიც, რომ იტალიურ ბისკვიტ „თხილიანში“ თხილის ნატამალსაც ვერნახავთ. მას თეთრი დაჭრილი ლობიოთი ტენიან. ხოლო შვეიცარიაში, ცნობილ ალუბლისტორტებში პიკანტურობისთვის ალუბლის კურკების გულებს დებენ. ნამდვილითხილეულობა „საფირმო“ ტორტებში იშვიათად გვხვდება, გარდა პორტუგალიისა, სადაცტორტების უმრავლესობაში ნუშს იყენებენ.
ასე რომ, როდესაც საზღვარგარეთ, რომელიმე კაფეში მათ საფირმო ტკბილეულს შევუკვეთავთ, მზად უნდა ვიყოთ, რომ რაიმე განსხვავებულს და განსაკუთრებულსმოგვიტანენ, რომელიც შეიძლება სულაც არ ჰგავდეს ტორტს.

0 პროდუქცია - 0.00 GEL
კალათაში გადასვლა