ტორტი ისეთი საკვების სიას მიეკუთვნება რომლის წარმოშობის ზუსტი თარიღი უცნობია. ისტორიკოსები, ლინგვისტებთან ერთად თვლიან, რომ პირველი ტორტი დაახლოვებით 2000 წლის წინ წარმოიშვა იტალიაში. სიტყვა ტორტი იტალიურად ნიშნავს მდიდრულადმორთულს, მაგრამ თავდაპირველად ითარგმნებოდა როგორც ხმიადი. ასევე არსებობსთეორია, რომ ტორტი პირველად გამოიგონეს საბერძნეთში, რადგან სწორედ ამტერიტორაზე აღმოაჩინეს მოხარშული, გატარებული მარცვლეულისგან გამომცხვარინამცხვრები, რომლებიც აპლიკაციებითა და ნახატებით იყო მორთული. საზოგადოებისმესამე ნაწილს მიაჩნია, რომ მხოლოდ აღმოსავლეთი, თავისი განსაკუთრებულიტკბილეულებით (იხ. სურათი 1), შეძლებდა ტორტის ასეთი რთული რეცეპტებისმოფიქრებას. ყველასათვის ცნობილია ის გასაკუთრებული, ჯადოსნური და შთამბეჭდავიაღმოსავლური ტკბილეულობა, რომელსაც ყველაზე იდუმალი მხარის ცნობილიკულინარები ამზადებენ. ამ თეორიის მიმდევრებმა გაარკვიეს, რომ იმ დროის მზარეულებისაკუთარ ტკბილეულობას რძის, თაფლისა და ცეზამის მარცვლებისგან ამზადებდნენ დარაც მთავარია, ფორმითაც ჩვენთვის კარგად ნაცნობ ტორტებს წააგავდნენ.

 

 

მაგრამ, როგორც არ უნდა ყოფილიყო, ახლა მოდის კანონმდებლად ტორტების სამყაროშისაფრანგეთი ითვლება. სწორედ ფრანგი კონდიტერები კარნახობენ ტორტის მორთვისა დასერვირების ტენდენციებს მთელ მსოფლიოს. საფრანგეთში წარმოიშვა ბეზე, კრემი,კარამელი, ჟელე და ბისკვიტი - ის, რის გარეშეც თანამედროვე ტორტი შეუძლებელიაწარმოვიდგინოთ. თუმცა რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ყველაზე ცნობილი არაფრანგული, არამედ გერმანული, ავსტრიული და რუსული ტორტებია.