| ტორტის შეკვეთა ადგილზე მიტანით | საბავშვო ტორტები | საქორწილო ტორტები | ტორტები შეკვეთით |

ტელეფონები

         593 756 700

      0 790 756 700

ემაილი

  ელ. ფოსტა

  photomagia@mail.ru


გაფართოებული ძებნა
თქვენ აქ ხართ: მთავარი ბლოგი კარამელი

კარამელი

კარამელი (ლათ. cannamella) - რომლის მეშვეობითაც შეიძლება შეიქმნას უგემრიელესი კარამელის ტორტი, ლათინურად ნიშნავს შაქრის ლერწამს. როგორც უძველესი წყაროებიდანაა ცნობილი, ჯერ კიდევ ძველი ინდოელები წვავდნენ შაქრის ლერწმის ღეროებს ცეცხლზე, რაც მათ საშუალებას აძლევდათ დაეგემოვნებინათ პირველყოფილი კარამელი. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტკბილეულობად ითვლება თაფლი, კარამელი იყო პირველი ხელით შექმნილ ტკბილეულობათა შორის, რადგან მართალია პრიმიტიულად, მაგრამ მის წარმოებას სჭირდება ადამიანის გონება და ფიზიკური შრომა. 

karamel1karamel2

შაქარი, რისგანაც კეთდება კარამელი, როგორც პროდუქტი შუა საუკუნეებში საკმაოდ ძვირადღირებული იყო და მისი დაგემოვნების შესაძლებლობა მხოლოდ მდიდარ ადამიანებს გააჩნდათ. აღსანიშნავია ისიც, რომ იმ დროინდელ შაქარს სულაც არ ჰქონდა ისეთი ფორმა როგორც დღევანდელს. ის მოიპოვებოდა „თავების“ სახით, რომელთაც გამოყენების წინ სპეციალური საკვნეტით პატარა ნატეხებად ტეხდნენ.
ბევრი ქვეყანა, როგორიცაა მაგალითად საფრანგეთი, ბელგია, ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები, - საკუთარ თავს მიაწერენ კარამელის შექმნას და მისი წარმოების პრაქტიკას. თუმცა, დანამდვილებით მხოლოდ ის შეიძლება ითქვას, რომ ამ ტკბილეულობის დამზადების ტექნოლოგია პოპულარული მხოლოდ 14-16 საუკუნეებში გახდა. რაც შეეხება კარამელის კანფეტებს (ირისი) მისი შემქმნელები ამერიკელები არიან, რადგან მათ მოიფიქრეს პირველად კარამელის სპეციალურ სპილენძის ქვაბებში მოხარშვა. საფრანგეთში კი დიდი პოპულარობით სარგებლობდა კარამელის კიდევ ერთი ნაირსახეობა - საწუწნი კანფეტი ჯოხზე (ჩვენთან ხშირად მოიხსენიებენ როგორც „მამალოს“), რომელიც ასევე არისტოკრატიის გასართობი საშუალება იყო, მაშინ როცა სლავებთან იგივე კანფეტი სახალხო ტკბილეულად ითვლებოდა. კონსერვატიულმა ბრიტანეთმა კანფეტები ჯოხზე მხოლოდ 18 საუკუნეში მიიღო.
იცით თუ არა რომ, ყელის საწუწნი ტაბლეტების წინაპარი სწორედ ჯოხზე აგებული კრამელის კანფეტი იყო? ამისთვის მადლობა კარლ სოლდანის პატარა გოგონას უნდა მოვუხადოთ, რომელიც კატეგორიულ უარს ამბობდა მწარე წამლის დალევაზე, რამაც აიძულა მამამისს 1899 წელს გამოეგონა სამკურნალო კანფეტები.

karamel3 karamel4
თავდაპირველად კარამელის წარმოებაში გამოიყენებოდა სპილენძის ქოთნები, რომლებშიც ღია ცეცხლზე აცხელებდნენ შაქრიან წყალს. ტემპერატურას თერმომეტრით ამოწმებდნენ და როგორც კი სასურველ ნიშნულს მიაღწევდა, კარამელს სპეციალურ ფორმებში, ან მარმარილოს ფილებზე ასხამდნენ და შემდეგ პორციებად ჭრიდნენ.
დღეს, კარამელის წარმოების პროცესი მთლიანად ავტომატიზირებულია და თითქმის არანაირი კავშირი არ აქვს შუა საუკუნეების ტექნოლოგიებთან. ფაბრიკის ხაზი აღჭურვილია სხვადასხვა ტიპის კარამელის მწელავი, მაბრტყელებელი, მოსახარში და გამაგრილებელი აპარატებით. თუმცა, ამ სფეროში, სადაც ყველაფერს მანქანები აკეთებენ სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ხელით დამზადებული კარამელი, რომელსაც ხშირად ჩვენს თვალწინაც წელავენ პატარა ევროპულ ქალაქებში.

Template Design free joomla templates