| ტორტის შეკვეთა ადგილზე მიტანით | საბავშვო ტორტები | საქორწილო ტორტები | ტორტები შეკვეთით |

ტელეფონები

         593 756 700

      0 790 756 700

ემაილი

  ელ. ფოსტა

  photomagia@mail.ru


გაფართოებული ძებნა
თქვენ აქ ხართ: მთავარი ბლოგი ბეზე (მერენგა)

ბეზე (მერენგა)

რამოდენიმე ახალი, კარგად ათქვეფილი კვერცხის ცილა და უგემრიელესი დესერტი მზადაა. ბეზეს, იგივე მერენგას მომზადება საკმაოდ მარტივია, თუ ზუსტად გავითვალისწინებთ პროპორციებს, მომზადების ეტაპებსა და ტექნოლოგიებს. ამ დესერტს, ისევე როგორც სხვებს აქვს თავისი ისტორია და საიდუმლოებები.

beze1  beze2  beze3

საინტერესოა, რომ სიტყვა ბეზე, ფრანგულად ნიშნავს „კოცნას“, დესერტს ამასთან ერთად გააჩნია ძალიან ბევრი რომანტიული სახელი - „ესპანური ნიავი“, „ფრანგული მერენგები“, „სიყვარულის ბეზე“. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ცილა პირველად ათქვიფა და შაქართან ერთად გამოაცხო კონდიტერმა გასპარინიმ, შვეიცარიაში, ქალაქ მაირინგენში. სწორედ ამ ქალაქის საპატივცემულოდ ეძახიან ბეზეს მერენგებს.

მეორე ვერსია XVII საუკუნის ბოლოსკენ მიგვითითებს, როდესაც ეს კულინარიული ჰაეროვნება პირველად შეინიშნა ფრანსუა მასსიალოს კულინარიულ წიგნში. მომზადების სისწრაფემ და სიმარტივემ ბეზე ბევრი ქვეყნის სადესერტო მაგიდის ფავორიტად აქცია, რაც მთავარია მისი ინგრედიენტები ყოველთვისაა გაყიდვაში და არც თუ ისე მაღალ ფასად.

მერენგა გამოიყენება როგორც დამოუკიდებელი დესერტი, ასევე როგორც სხვა ტორტებისა და ნამცხვრების მოსართავი საშუალება. აღსანიშნავია ძალიან პოპულარული და გემრიელი ბეზეს ტორტი, რომელსაც ბისკვიტის ფენებს შორის კრემის გარდა ხრაშუნა მერენგის შიგთავსი აქვს. ბეზეს ტორტი ნამდვილი ნეტარებაა ამ დესერტის მოყვარულებისთვის, ისინი ერთი გასროლით ორ კურდღელს კლავენ, რაგან მიირთმევენ როგორც ტორტს, ასევე ბეზეს.

ბეზეები დამზადების წესის მიხედვით გაინრჩევიან. არსებობს იტალიური - რომელიც ადუღებული შაქრის სიროფის ბაზაზე მზადდება, შვეიცრიული - შიგნით ნაზი და ისეთი პირში რომ დნება, რომელსაც ორთქლის აბაზანაზე თქვეფენ და შემდეგ აცხობენ ნელთბილ ღუმელში და ფრანგული - კარგად გამომცხვარი და მაგარი, რის გამოც მათ „დავიწყებულ ორცხობილებს“ უწოდებენ.

იმისთვის, რომ 16-20 მერენგა მივიღოთ, საჭიროა 4-6 გაცივებული, ახალი კვერცხი. ცილისა და გულის ერთმანეთისგან მოცილებისას აუცილებელია აკურატულობა, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული მომვალი დესერტის ბედი. თუ ცილაში თუნდაც ერთი წვეთი გული მოხვდება, მყარი, მაგრამ ჰაეროვანი მასის ათქვეფა შეუძლებელი გახდება. გასათვალისწინებელია სამუშაო აპარატების (მიქსერის ფეხი ან სათქვეფი) სისუფთავეც, რაც უფრო მეტი გარეშე მინარევი ექნება მასას, მით უფრო ნაკლებად ფაფუკი გამოვა ის. ნამდვილი მერენგა კი ხრაშუნა, ჰაეროვანი, მსუბუქი და რაც მთავარია ძალიან გემრიელია. ხშირად, გამზადებულ დესერტს შოკოლადის ჭიქურით ან შაქრის პუდრითაც ფარავენ, რაც მათ დამატებით არომატს ანიჭებს.

გავითვალისწინოთ, რომ მზა ბეზეს მაცივარში შენახვა დაუშვებელია, ისინი ცივდება და ფორმას კარგავს. აი, ქაღალდის პაკეტი ამ საქმისთვის ზედგამოჭრილია და მასში მერენგები შესანიშნავად იგრძნობენ თავს.

Template Design free joomla templates