| ტორტის შეკვეთა ადგილზე მიტანით | საბავშვო ტორტები | საქორწილო ტორტები | ტორტები შეკვეთით |

ტელეფონები

         593 756 700

      0 790 756 700

ემაილი

  ელ. ფოსტა

  photomagia@mail.ru


გაფართოებული ძებნა
თქვენ აქ ხართ: მთავარი ბლოგი ტირამისუ

ტირამისუ

ტირამისუ ცნობილი იტალიური დესერტია (იხ. ფოტო 1), და მისი დასახელება სამი სიტყვისგან შედგება, tira mi su, სტყვასიტყვით ეს ითარგმნება როგორც „ამწიე მაღლა“ - ერთ-ერთი ვერსიის თანახმად დესერტის განსაკუთრებულად მაღალი კალორიულობის გამო, მაგრამ უმეტესობა ამტკიცებს, რომ იტალიელებმა იგულისხმეს ადამიანის ემოციური მდგომარეობა ტორტის ჭამისას. შესაბამისად დასახელება შეიძლება გადაითარგმნოს როგორც „ამიმაღლე განწყობა“. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ტირამისუ ითვლება აღმგძნებ ტკბილეულად, მასში ყავისა და შოკოლადის შემცველობის გამო. ქალბატონები ტირამისუს სასიყვარულო პაემნების წინ მიირთმევდნენ და სწორედ ეს გახდა ასეთი მოსაზრების პირველწყარო.

tiramisu1  tiramisu2  tiramisu3

დროს ფუჭად დავკარგავთ იმის ახსნაში რა არის ტირამისუ, თუ მას შევადარებთ ბისკვიტებს, პუდინგებსა და სუფლეებს. დანამდვილებით შეიძლება ითქვას მხოლოდ ერთი რამ, ეს არის განსაკუთრებული იტალიური დესერტი, რომლის ჭამა სიარულისას, მანქანაში ან პარკში პიკნიკისას წარმოუდგენელია. ტირამისუს არისტოკრატიული წარმომავლობა გააჩნია და შესაბამის მოპყრობას ითხოვს. ესაა ნაზი, ჰაეროვანი, მსუბუქი „რაღაც“.

tiramisu4  tiramisu5  tiramisu6 
ტირამისუ ისეთივე უკამათოდ იტალიური კერძია, როგორც პიცა ან სპაგეტი. ამ ცნობილი დესერტის პირველი პორცია XVII საუკუნის ბოლოს, იტალიის ჩრდილოეთით მომზადდა. ეს აღსანიშნავი ამბავი თითქმის შემთხვევით მოხდა. ტოსკანელმა ერცჰერცოგმა კოზიმო III დე მედიჩიმ (იხ. ფოტო 2), რომელიც ცნობილი ტკბილეულის მოყვარული იყო, გადაწყვიტა მეზობელი სიენის მონახულება. ადგილობრივმა მზარეულებმა გადაწყვიტეს ჰერცოგის გაკვირვება, და დესერტად მოამზადეს რაღაც წარმოუდგენელი, მთლიანად ახალი კერძი და დაარქვეს zuppa del duca - ჰერცოგის სუპი. კოზიმოს ისე მოეწონა ეს სუპი, რომ ბოლო კოვზამდე შეჭამა და რეცეპტიც გამოაყოლა ხელს.
იმ დროისთვის ფლორენცია (იხ. ფოტო 3), მედიჩების ჭკვიანური მართვის წყალობით ხელოვნების ცენტრად იყო ქცეული, აქ იკრიბებოდნენ ცხნობილი პოეტები, არქიტექტორები და სკულპტორები. ხელოვანმა ხალხმა ძალიან დააფასა „ნოუ-ჰაუ“, იმდენად, რომ ხშირად ის მათი შთაგონების წყაროც ხდებოდა.
ჰერცოგის სუპმა ფლორენციიდან ტრევიზოში და შემდეგ ვენეციაში გადაინაცვლა, სადაც მალევე აღმოაჩინეს დესერტის განსაკუთრებული თვისებები და მნიშვნელოვანი პამენების წინ მიირთმევდნენ ხოლმე. სწორედ ამის შემდეგ მიიღო კერძმა დასახელება ტირამისუ, რაც იტალიურად ცოტა ორაზროვნად ჟღერს.
თუმცა არსებობენ სკეპტიკოსები, რომლებიც თვლიან, რომ ტირამისუ სულაც არაა ძველი იტალიური კერძი და ის ახლახანს მოიფიქრეს და წარმატებულად შენიღბეს როგორც ძველებური დესერტი მისი პოულარობის გასაზრდელად. არსებობს კიდევ ერთი, პრაქტიკული ახსნაც, ვითომ იტალიელები უბრალოდ აწყობდნენ გამხმარ ორცხობილას ყავაში, რომ მათიჭამა შესაძლებელი ყოფილიყო, შემდეგ დაამატეს ლიქიორი და საბოლოოდ ყველიც.
დღეს ტირამისუ საკმაოდ ცნობილი კერძია, მაგრამ ნამდვილი ტირამისუ მხოლოდ მზიან იტალიაში შეიძლება გავსინჯოთ. საქმე იმაშია, რომ ნამდვილი დესერტის მთავარ კომპონენტს ყველი მასკარპონე (იხ. ფოტო 4) წარმოადგენს, რომელიც მხოლოდ აპენინების ნახევარკუნძულზე, კერძოდ ლომბარდიაში იწარმოება. პროდუქტი წარმოადგენს რაღაც საშუალოს ძალიან ცხიმიან არაჟანსა და ნაღების კარაქს შორის. დასახელება კი წარმოიშვა სიტყვისგან mascherpa - ასე წარმოითქმება ლომბარდიულ დიალექტზე ხაჭო. მასკარპონე არის ყველი, რომელიც ნაღებისგან მზადდება, რაც მას ანიჭებს ნაზ, განუმეორებელ გემოს და ძლიერ კალორიულობას.
ტირამისუს კიდევ ერთი განსაკუთრებელი შემადგენელი ნაწილი ესაა ნამცხვარი სავოიარდი (იხ. ფოტო 5) - ფაფუკი ნამცხვარი, რომელიც კვერცხის ცილისგან, ფქვილისა და შაქრისგან მზადდება და მილის ფორმა აქვს. ზოგჯერ, ნამცხვრის არქონის გამო მზარეულები ბისკვიტს იყენებენ, რაც უკვე სულ სხვა თემაა.
ტირამისუს კვინტესენცია, მისი მთავარი შემადგენელი ნაწილი, რომელიც მას განსაკუთრებულობას სძენს არის ღვინო მარსალა (იხ. ფოტო 6). ამ ღვინოს თავისი განუმეორებელი არომატისა და გემოს გამო ხშირად „კულინარიულ ღვინოსაც უწოდებენ“. საკონდიტრო შედევრების შესაქმნელად როგორც წესი იყენებენ fine ან superiore მარსალას, მაშინ როცა vergine განსაკუთრებით კი vergine soleras გამოიყენება მხოლოდ აპერეტივის სახით. მარსალას წარმოებისას გამოიყენება განსხვავებული დანამატები, რომლებიც ღვინოს ბანანის, ფორთოხლის, მანდარინის ან ყავის გემოს აძლევს.
დღეს მასკარპონეს ხშირად ნაღებით ან ცხიმიანი არაჟნით ცვლიან, სავოიარდის - ბისკვიტით, ხოლო მარსალას - კონიაკით ან ამარეტოს ლიქიორით. ყველაფრის მიუხედავად დესერტი გემრიელი და ნოყიერი გამოდის.
თუმცა, თუ ნამდვილი ტირამისუს გასინჯვა გინდათ, აუცილებლად უნდა ესტუმროთ მზიან იტალიას.

Template Design free joomla templates