| ტორტის შეკვეთა ადგილზე მიტანით | საბავშვო ტორტები | საქორწილო ტორტები | ტორტები შეკვეთით |

ტელეფონები

         593 756 700

      0 790 756 700

ემაილი

  ელ. ფოსტა

  photomagia@mail.ru


გაფართოებული ძებნა
თქვენ აქ ხართ: მთავარი ბლოგი ჩიტის რძე

ჩიტის რძე

„ჩიტის რძე“ ბევრი ქვეყნის მითებსა და ზღარებში გვხვდება. ეს გადატანითი მნიშვნელობით რაღაც მშვენიერსა და მიუწვდომელს ნიშნავს. თუ „ნაპოლეონი“ ტორტად ნამცხვრისგან გადაიქცა, „ჩიტის რძემ“ უფრო საინტერესო გზა გაიარა, სანამ ტორტი გახდებოდა ის კანფეტი იყო (იხ. ფოტო 1).

chitis1  chitis2

ესა ტორტი სუფლე, რომელიც მოჭიქულია შოკოლადით. დღესდღეობით უამრავ სახეობას შეხვდებით - ნაღების, ყავის, შოკოლადის, ერთი ან ორი ბისკვიტის ფენით.თუმცა ეს უკვე ვარიაციებია, თავდაპირველად „ჩიტის რძე“ ერთი ბისკვიტის ფენისგან ძირზე, ნაღების სუფლეს სქელი ფენისგან შუაში და ზემოდან შოკოლადის ჭიქურისგან შედგებოდა (იხ. ფოტო 2).
„ჩიტის რძე“ ადვილად გაფუჭებად ტორტებს მიეკუთვნება. ტორტი რუსეთში გამოიგონეს, მაგრამ ამის შთაგონება ჩეხური კანფეტი ’’Птасье млечко’’ გახდა. ჩეხებმა რისთვისღა დაარქვეს კანფეტებს „ჩიტის რძე“? ალბათ იმიტომ, რომ კითხულობდნენ არისტოფანეს. მის ერთ-ერთ კომედიაში, ჩიტების გუნდი ადამიანებს თავის რძეს, როგორც ბედნიერების წყაროს ისე ჰპირდება.

chitis3  chitis4  chitis5
პირველი ექსპერიმენტალური პარტია 1968 წელს შეიქმნა მოსკოვის რესტორან „პრაღის“ (იხ. ფოტო 3) შეფის ვლადიმირ გურიალნიკის მიერ. ტორტს განსაკუთრებულობას ის ფაქტი ანიჭებს, რომ სუფლეში არ გამოიყენება ჟელატინი, ამის მაგივრად „ჩიტის რძეში“ სპეციალურ შემცვლელს, აგარ-აგარს (იხ. ფოტო 4) იყენებენ. ესაა მცენარეული წარმოშობის პროდუქტი, რომელსაც თეთრი და წითელი წყალმცენარეებისგან იღებენ. ამ შემცვლელის დასატესტად, რომელიც სუფლეს უფრო ჰაეროვანს ხდიდა, დაახლოვებით ექვსი თვე დასჭირდათ. „ჩიტის რძეს“ პატარა პორციებით ამზადებენ, რადგან, როგორც აღმოჩნდა დიდი პორციების შშემთხვევაში სუფლე წებოვან, ბლანტ მასად გადაიქცეოდა და ჰაეროვნებას კარგავდა.
დამზადებს ტექნოლოგია არც ისე რთული იყო. ათქვეფილ კვერცხის ცილას აგარ-აგარს, შემდეგ კარაქსა და შესქელებულ რძეს უმატებდნენ, ურევდნენ და 80 გრადუსამდე აცივებდნენ. მიღებულ მასას ასხამდნენ ფორმებში და ნახევარი საათით მაცივარში დგამდნენ. ნახევარი საათის შემდეგ მათ ჰქონდათ უნაზესი სუფლე, რომელიც ტორტის მთავარი შემადგენელი ნაწილი იყო.(იხ. ფოტო 5)
თავიდან ტორტი, ისევე როგორც მისი შემადგენელი პროდუქტები საკმაოდ ადვილად ხელმისაწვდომი იყო, მაგრამ ინგრედიენტების გაძვირებასთან ერთად გაძვირდა „ჩიტის რძეც“. მიუხედავად ამისა, ხალხს ეს ფაქტი სულაც არ უშლიდა ხელს დიდ რიგებში ჩამდგარიყვნენ საკონდიტროების წინ, განსაკუთრებით დღესასწაულების პერიოდი.
ერთი ლეგენდის თანახმად, გოგონებს როდესაც არასასურველი თაყვანისმცემლისგან გათავისუფლება უნდოდათ, „ჩიტის რძის“ მოსაძებნად უვებდნენ, რა თქმა უნდა უკან არავინ დაბრუნებულა.
დღეს „ჩიტის რძეზე“ წასვლა და უკან არ დაბრუნება წარმოუდგენელი ისტორიაა, ტკბილეულის ნახვა პრაქტიკულად ყველა ქვეყნის საკონდიტორშია შესაძლებელი.

Template Design free joomla templates