| ტორტის შეკვეთა ადგილზე მიტანით | საბავშვო ტორტები | საქორწილო ტორტები | ტორტები შეკვეთით |

ტელეფონები

         593 756 700

      0 790 756 700

ემაილი

  ელ. ფოსტა

  photomagia@mail.ru


გაფართოებული ძებნა
თქვენ აქ ხართ: მთავარი ბლოგი ტორტის ისტორია

ტორტის ისტორია

ტორტი ისეთი საკვების სიას მიეკუთვნება რომლის წარმოშობის ზუსტი თარიღი უცნობია. ისტორიკოსები, ლინგვისტებთან ერთად თვლიან, რომ პირველი ტორტი დაახლოვებით 2000 წლის წინ წარმოიშვა იტალიაში. სიტყვა ტორტი იტალიურად ნიშნავს მდიდრულად მორთულს, მაგრამ თავდაპირველად ითარგმნებოდა როგორც ხმიადი. ასევე არსებობს თეორია, რომ ტორტი პირველად გამოიგონეს საბერძნეთში, რადგან სწორედ ამ ტერიტორაზე აღმოაჩინეს მოხარშული, გატარებული მარცვლეულისგან გამომცხვარი ნამცხვრები, რომლებიც აპლიკაციებითა და ნახატებით იყო მორთული. საზოგადოების მესამე ნაწილს მიაჩნია, რომ მხოლოდ აღმოსავლეთი, თავისი განსაკუთრებული ტკბილეულებით (იხ. სურათი 1), შეძლებდა ტორტის ასეთი რთული რეცეპტების მოფიქრებას. ყველასათვის ცნობილია ის გასაკუთრებული, ჯადოსნური და შთამბეჭდავი აღმოსავლური ტკბილეულობა, რომელსაც ყველაზე იდუმალი მხარის ცნობილი კულინარები ამზადებენ. ამ თეორიის მიმდევრებმა გაარკვიეს, რომ იმ დროის მზარეულები საკუთარ ტკბილეულობას რძის, თაფლისა და ცეზამის მარცვლებისგან ამზადებდნენ და რაც მთავარია, ფორმითაც ჩვენთვის კარგად ნაცნობ ტორტებს წააგავდნენ.

Photo1  Photo2  Photo4 

მაგრამ, როგორც არ უნდა ყოფილიყო, ახლა მოდის კანონმდებლად ტორტების სამყაროში საფრანგეთი ითვლება. სწორედ ფრანგი კონდიტერები კარნახობენ ტორტის მორთვისა და სერვირების ტენდენციებს მთელ მსოფლიოს. საფრანგეთში წარმოიშვა ბეზე, კრემი, კარამელი, ჟელე და ბისკვიტი - ის, რის გარეშეც თანამედროვე ტორტი შეუძლებელია წარმოვიდგინოთ. თუმცა რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ყველაზე ცნობილი არა ფრანგული, არამედ გერმანული, ავსტრიული და რუსული ტორტებია.
დროთა განმავლობაში რეცეპტები, ისევე როგორც ტორტის ფორმები თანდათან რთულდებოდა და იხვეწებოდა. თავიდან ტორტებს ჩვეულებრივ ქვაბებში აცხობდნენ, მოგვიანებით წარმოიშვა პირველი მრგვალი ფორმები ტორტისთვის, რომელთაც ძირი არ გააჩნდათ. მომდევნო აღმოჩენა, რომელმაც ტორტებს კარგი სამსახური გაუწია იყო სოდის გამოყენება ცხობისას, ხოლო უფრო მოგვიანებით საფუარის ფხვნილის გამოყენებაც. უახლოეს წარსულში ბლენდერებმა, მიქსერებმა და სხვა სამზარეულოს ტექნიკამ კიდევ უფრო გაამარტივა ტორტის ცხობის პროცესი.
ტორტი ესაა ბისკვიტის რამდენიმე ფენა, რომელიც გაჟღენთილია კრემით, სიროფით ან მურაბით, შიგთავსით, - კენკრით, ხილით, სუფლეთი ან შოკოლადით. ზემოდან ტორტი ირთვება მინანქრით, კრემით ან ისევ ხილით, რომელსაც სხვადასხვა ფორმების სახით ალაგებენ. თვითონ ტორტის ცომი შეიძლება იყოს ფხვიერი, ფენოვანი, ბისკვიტი ან ვაფლის.

Photo3  Photo5
ტორტის რეცეპტების რაოდენობა უთვალავია. იმდენი ერთმანეთისგან განსხვავებული ტორტი არსებობს ამ ქვეყნად, რომ ზოგიერთი ქვეყანა საერთოდ არც დაობს ამა თუ იმ ტორტის შექმნის პირველობაზე. ყოველ ქვეყანას შეხვდება ერთი ან ზოგჯერ რამდენიმე განსაკუთრებული ტორტის სახეობა. უნგრეთში მაგალითად, სტუმარს აუცილებლად გაუმასპინძლდებიან ცნობილი ტორტი „ესტერჰაზით“ (იხ ფოტო 2), ხოლო საფრანგეთში ძალიან უყვართ ღია ხილის ტორტები Tarte Tatin (იხ. ფოტო 3), შვეიცარია კი ცნობილია თავისი სტაფილოს ტორტებით. შვედეთში ორი სახის ტორტს ანიჭებენ უპირატესობას : „ვაშლის“ და ცნობილ შვედურ ჰაეროვანს, მორთულს ნაღებით. ავსტრია კიდევ ერთი ქვეყანაა, რომელსაც ორი საფირმო ტორტი გააჩნია. ერთ ერთია „ტორტი ლინციდან“ მოცხარის შიგთავსით, რომელიც ქალაქ ლინცში გამოიგონეს და დიდხანს ინახება. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ტორტი რუსული დასახელებით „ანა პავლოვა“ სულაც არაა რუსეთის საფირმო ტკბილეული, ის ახალ ზელანდიაში გამოგონეს ცნობილი ბალერინას პატივსაცემად, რომელიც გასტროლებზე იყო ამ ქვეყანაში. (იხ. სურათი 4).
საკმაოდ უცნაურ და საინტერესო ტორტს შესთავაზებენ ტურისტს ესპანეთში, სახელად Tarta de bellota (იხ. ფოტო 5), თუ ტორტის გემოთი ვიმსჯელებდით მასში თაფლი და ყაყაჩოს თესლები შედის, თუმცა როდესაც ტურისტმა იკითხა რისგან შედგებოდა ტორტი, ოფიციანტმა უპასუხა, რომ ეს ღორების საკვები იყო. როგორც აღმოჩნდა ესპანელმა ოფიციანტმა რკო იგულისხმა.
უცნაურია ასევე ისიც, რომ იტალიურ ბისკვიტ „თხილიანში“ თხილის ნატამალსაც ვერ ნახავთ. მას თეთრი დაჭრილი ლობიოთი ტენიან. ხოლო შვეიცარიაში, ცნობილ ალუბლის ტორტებში პიკანტურობისთვის ალუბლის კურკების გულებს დებენ. ნამდვილი თხილეულობა „საფირმო“ ტორტებში იშვიათად გვხვდება, გარდა პორტუგალიისა, სადაც ტორტების უმრავლესობაში ნუშს იყენებენ.
ასე რომ, როდესაც საზღვარგარეთ, რომელიმე კაფეში მათ საფირმო ტკბილეულს შევუკვეთავთ, მზად უნდა ვიყოთ, რომ რაიმე განსხვავებულს და განსაკუთრებულს მოგვიტანენ, რომელიც შეიძლება სულაც არ ჰგავდეს ტორტს.

Template Design free joomla templates