| ტორტის შეკვეთა ადგილზე მიტანით | საბავშვო ტორტები | საქორწილო ტორტები | ტორტები შეკვეთით |

ტელეფონები

         593 756 700

      0 790 756 700

ემაილი

  ელ. ფოსტა

  photomagia@mail.ru


გაფართოებული ძებნა
თქვენ აქ ხართ: მთავარი ბლოგი ნაპოლეონი

ნაპოლეონი

ნაპოლეონი ყველასათვის ცნბილი და საყვარელი ფენოვანი ტორტია, კრემის შიგთავსით. საფრანგეთსა და იტალიაში ის ცნობილია რგორც „მილფეი“ (millefeuille – 1000 ფენა), დიდ ბრიტანეთში კი ვანილის ნაჭერს (vanilla slice ) უწოდებენ. (იხ. ფოტო 1)

napoleoni1  napoleoni4

ეს რეცეპტი XVII საუკუნის ბოლოს გამოჩნდა. როდესაც რომელიმე საკონდიტრო შედევრის შექმნის ისტორიას ვიხსენებთ ყოველთვის გვხვდება ბევრი სხვადასხვა ვერსია, საიდანაც შეუძლებელია გაარკვიო რომელია სიმართლე და რომელი ტყუილი. ასევეა ნაპოლეონის შემთხვევაშიც, უამრავი ვერსიაა - სენტიმენტალურ-რომანტიკულიდან დაწყებული ფილოსოფიურით დამთავრებული.

ამბობენ, როდესაც ნაპოლეონი საფრანგეთის ერთპიროვნული მმართველი გახდა (იხ. ფოტო 2), დიდების და გმირობის შარავანდედში ბრწყინავდა, მაგრამ ამ კაშკაშა ცხოვრებაში იყო ერთი გამონაკლისი - ნაპოლეონი შობის ღამეს ყოველთვის ახლობლების ვიწრო წრეში ატარებდა ხოლმე. ერთ ასეთ შობის ღამეს, 1800 წელს ნაპოლეონმა უთხრა თავის მზარეულს „ ამ დღესასწაულზე ჩემს გვერდით ჟოზეფინა დე ბოგარნე იქნება (იხ. ფოტო 3), ამიტომ ვახშამი შტსანიშნავი უნდა გახდეს. სულ ერთია რას მოამზადებ, მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს რაიმე განსაკუთრებული დესერტად. ქალებს ძალიან უყვართ ტკბილეულობა, კარგი იქნებოდა თუ ჟოზეფინას გააკვირვებდი“.

napoleoni2  napoleoni3  napoleonis salfetqebi
მზარეულმა გაიღიმა და სამზარეულოში დაბრუნდა. ვახშმად ნაპოლეონს ქათამი მარენო და ტორტი მიართვეს. ეს ტორტი ზემოდან შაქრის პუდრით იყო მორთული, ფენოვან ცომს სქლად ესვა შესანიშნავი კრემი, მაგრამ ტორტის კიდეები გახსნილი იყო და მნახველს უამრავი ფენის დემონსტრირებას უხდენდა (იხ. ფოტო 4). როდესაც ნაპოლეონმა ჰკითხა თავის მზარეულს თუ რა იყო ეს, ლაგუპიერმა უპასუხა: „ ცხოვრება ციკლურია, სიტუაციები ცვლიან ერთმანეთს, მაგრამ ნაწილობრივ იმეორებენ უკვე მომხდარს. ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს წარსულის მოგონებები, - ესაა მთავარი ცხოვრებაში“ - ასე გახდა ’’ნაპოლეონი“ ფილოსოფიური საჭმელი.

napoleoni5ჩვენთან „ნაპოლეონის“ გამოჩენა 1912 წელთან არის დაკავშირებული, როდესაც რუსეთში აქტიურად აღინიშნებოდა ნაპოლეონის არმიაზე გამარჯვების 100 წელი. თავდაპირველად ნაპოლეონი სამკუთხედი ფორმის იყო, როგორც ბონაპარტეს ქუდი (იხ. ფოტო 5), ამ ტორტზე არისტოკრატიის საუკეთესო კონდიტერები მუშაობდნენ. შემდგომში „ნაპოლეონი“ ოთხკუთხედი ფორმის გახდა და თავიდან ძალიან პოპულარული იყო, მაგრამ შემდეგ მისი საუკეთესო წლები წარსულს ჩაბარდა, როდესაც რევოლუციასთან ერთად კარაქი მარგარინით შეიცვალა, ხოლო მოხარშული კრემი იაფფასიანი კრემით ფქვილზე. „ნაპოლეონმა“ დაკარგა თავისი ფერი და გემო, დაჭრისას იფშხვნებოდა და იშლებოდა, თანაც ისე ძალიან, რომ მისი დაჭრა გახურებული დანით დაიწყეს, კიდეების დასაწეპებლად. ტორტი უკვე აღარ იყო სუფრის დედოფალი და იაფფასიანი რესტორნების დესერტი გახდა.
თუმცა, რამდენიმე ხნის შემდეგ „ნაპოლეონმა“ ისევ დაიბრუნა თავისი დიდებულება და დღეს ბერვრ დიასახლისს გააჩნია მისი განსაკუთრებული რეცეპტი.

Template Design free joomla templates