| ტორტის შეკვეთა ადგილზე მიტანით | საბავშვო ტორტები | საქორწილო ტორტები | ტორტები შეკვეთით |

ტელეფონები

         593 756 700

      0 790 756 700

ემაილი

  ელ. ფოსტა

  photomagia@mail.ru


გაფართოებული ძებნა
თქვენ აქ ხართ: მთავარი ბლოგი მოხარშული კრემი

მოხარშული კრემი

ძალიან ბევრი დიასახლისი ერიდება მოხარშული კრემის მომზადებას, ეშინიათ რომ არ გამოუვათ, ამიტომ ხშირად ანაცვლებენ მას ჩვეულებრივით, კარაქის ფუძეზე დამზადებულით ან ნაყიდი ნახევარფაბრიკატით. არადა სულ ტყუილად, თუ კარგად გავერკვევით მისი მომზადების წესებში, არაფერი რთული არ იქნება. საბოლოოდ ჩვენ მივიღებთ მკვრივ, მაგრამ ნაზ მასას, რომელიც არათუ ტორტის მოსართავად, არამედ უბრალოდ პურზე წასმულიც კი უგემრიელესია.

moxarshuli1  moxarshuli2

არსებობს მოხარშული კრემის მომზადების ორი ვარიანტი, პირველი ესაა custard, იგივე ინგლისური კრემი, რომელიც მზადდება კვერცხის, რძისა და შაქრისგან. რაც მთავარია ეს ყველაფერი ხდება ორთქლის აბაზანაზე. მეორე სახეობა patissiere, შეიცავს კვერცხს, რძეს, შაქარს და ამას დამატებული აქვს ფქვილი და სახამებელი. ერთი და იგივე ინგრედიენტებით, მაგრამ სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენებით ორი სხვადასხვა სახის კრემი მიიღება.
ინგლისური კრემი უფრო თხევადი და ნაზია, მისი გამოყენება ისეც შეიძლება, როგორც სოუსის. Patissiere უფრო სქელი გამოდის, და სწორედ ამ კრემის გამოყენებით მზადდება სხვადასხვანაირი ტორტები და ნამცხვრები. მოხარშული კრემის ტორტები მთელ მსოფლიოშია განთქმული და მისი მომზადების ათასი რეცეპტი არსებობს.

moxarshuli3
ერთი შეხედვით ისე ჩანს, თითქოს patissiere ინგლისური კრემის სახესხვაობაა და მისგან წარმოიშვა, მაგრამ საკონდიტრო კრემში (იგივე patissiere) ამატებენ შემასქელებლებს და მაღალ ტემპერატურაზე ამზადებენ.
Custard დესერტების წარმოუდგენელი რაოდენობის ბაზად გვევლინება. დავიწყოთ იმით, რომ თუ მზა custard-ს გავყინავთ მივიღებთ ყველასათვის საყვარელ ნაყინს, თუ მას გამოვაცხობთ მივიღებთ კრემიანი დესერტების კლასიკის სამ უგემრიელეს წარმომადგენელს - კრემ-კარამელს, კრემ-ბრულეს და გამომცხვარ კრემს. ცოტათი შევასქელოთ და ეკლერების უგემრიელესი შიგთავსიც მზადაა.
იცოდით თუ არა, რომ ბრინჯის პუდინგების ბაზაც სწორედ ეს შესანიშნავი მოხარშული კრემია? რაც შეეხება ათქვეფილი ნაღების მასის დამატებას, ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ უნაზეს მუსს. მუსიდან სუფლემდეც სულ რაღაც ცილის დამატება და ღუმელში გამოცხობაა საჭირო.
უფრო მეტსაც გეტყვით, ყველასათვის საყვარელი ჩიზკეიკი, ისევ ინგლისური კრემია, სადაც რძისა და ნაღების მაგივრად გამოიყენება ხაჭოსებრი ყველი.
და ბოლოს, თუ ამ ყველაფერს რაიმე ალკოჰოლს დავუმატებთ, მაგალითად მარსალას, მივიღებთ საბაიონს - ტირამისუს უგემრიელეს კრემს.
და ამის მერე როგორ შეიძლება ინგლისური კრემი გავცვალოთ რაღაც ნახევარფაბრიკატებზე? ეს ხომ პირველია, რასაც კულინარიულ სკოლებში ასწავლიან.
გავითვალისწინოთ, რომ მოხარშული კრემის დამზადებისას მთავარია ტემპერირება. სინამდვილეში ეს ზედმეტად ჭკვიანური სიტყვა მოიაზრებს ორი, სხვადასხვა ტემპერატურის მქონე სითხის შეერთებას. აი ზუსტად აქ იმალება მთავარი პრობლემა, იმისთვის რომ კრემი არ გაფუჭდეს, საჭიროა უფრო ცხელი სითხის ნელ-ნელა და არა ერთდროულად დამატება შედარებით ცივში.

Template Design free joomla templates