| ტორტის შეკვეთა ადგილზე მიტანით | საბავშვო ტორტები | საქორწილო ტორტები | ტორტები შეკვეთით |

ტელეფონები

         593 756 700

      0 790 756 700

ემაილი

  ელ. ფოსტა

  photomagia@mail.ru


გაფართოებული ძებნა
თქვენ აქ ხართ: მთავარი ბლოგი მარცეპანი

მარცეპანი

მარცეპანის სახელის წარმოშობას ორ ენას უკავშირებენ, გერმანულს (Marzipan) და იტალიურს (martsipan), ამბობენ, რომ ამ ტკბილეულს სახელი წმინდა მარკუსის საპატივცემულოდ დაერქვა. ესაა ელასტიური პასტის მსგავსი ნარევი, რომელშიც გამოყენება წვრილად დაფქული ნუში და შაქრის პუდრი. ელასტიურობის გამო მარცეპანი გამოიყენება სხვადასხვა საკონდიტრო მორთულობების დასამზადებლად, რომელსაც შეიძლება მიეცეს უამრავი ფორმა. ცნობილია ასევე მარცეპანის ტორტები, რომლების ზედაპირი მთლიანად მარცეპანითაა დაფარული. მარცეპანისგან გამოძერწილი ფიგურები შემდეგ იღებება სხვადასხვა ფერის საკვები საღებავებით, შოკოლადის, ლიმონის ან შაქრის ჭიქურით იფარება. მისი გამოყენება შესაძლებელია სუფთა სახითაც, ყველანაირი საღებავების დამატების გარეშე.

marcepani1  marcepani2

მარცეპანის ხარისხის ასაზომად შაქრის პუდრისა და ნუშის პროპორციების შეფარდებაა მიჩნეული. რაც უფრო მეტია ნუშის წილი მით უფრო ძვირადღირებული და კარგი ხარისხისაა მარცეპანი. საშუალოდ, ნუშის ხვედრითი წილი 1/3 ან ¼ შეიძლება იყოს, ნაკეთობიდან გამომდინარე. მაგალითად, ფიგურების გასაკეთებლად საჭიროა შაქრის უფრო დიდი შემცველობა, რომ უფრო დიდხანს შეინახოს და მყარი იყოს.
მარცეპანის რამდენიმე საუკუნიანი ისტორია ნუშის გავრცელებასთანაა დაკავშირებული, რადგან როგორც უკვე ვთქვით, ნუში მისი მთავარი შემადგენელი ნაწილია. ერთი ლეგენდის თანახმად, მარცეპანი იტალიაში მოიფიქრეს, ერთი მოუსავლო წლის შემდეგ, როდესაც ნუში იყო ერთადერთი პროდუქტი რაც გადარჩა. სწორედ ამ დროს დაიწყეს იტალიელებმა პურის, პიცის და მარცეპანის დამზადება ნუშისგან. თუმცა, ფრანგები თვლიან, რომ სწორედ მათ მოიგონეს მარცეპანი. რაღა უნდა ვუთხრათ გერმანელებს, რომლებსაც მარცეპანის დედაქალაქიც კი აქვთ - ლიუბეკი. იქ ხომ უკვე ასწლეულებია ძველი რეცეპტის მიხედვით, უგემრიელეს მარცეპანის მასას ამზადებენ, რომლებსაც მთელი ევროპის კონდიტერები სიამოვნებით იყენებენ, და თვითონ სიტყვაც ერთი შეხედვით გერმანული ენიდან მოდის. რა თქმა უნდა ესტონელებსაც აქვთ მარცეპანის შექმნის თავისი ლეგენდა, რომელმაც პოპულარობა ცნობილი ესტონელი მწერლის იან კროსის წყალობით მოიპოვა.

marcepani3  marcepani4

იან კროსის წიგნის „მარტის პური“ (Mardileib) მიხედვით პირველ აფთიაქში ევროპაში (ეს იყო ტალინის რატუშის აფთიაქი Tallinna Raeapteek 1422 წელს) აფთიაქარის დამხმარედ მუშაობდა გონიერი ყმაწვილი მარტი. ერთხელ, როდესაც ქალაქის საბჭოს წევრი კალლე ცუდად გახდა, აფთიაქარი ოსტატი იოჰანი მას სასწაულმოქმედი წამლის „მიტრიდაციუმის“ დამზადებას დაჰპირდა. მაგრამ ოსტატს ძალიან აწუხებდა გაციება, რის გამოც წამდაუწუმ აცემინებდა და გამზადებული ფხვნილები აქეთ-იქით იპნეოდა. შესაბამისად, წამლის დამზადება მარტს დაევალა. წამალს მან სხვა ინგრედიენტები შეურია, რომლებიც უფრო გემრიელი იყო. რადგან მიმ დროს, სანამ წამალი გაიყიდებოდა ის ოსტატს უნდა გაესინჯა მყიდველის წინ (იქნებ მოწამლული იყო?), მარტს კი არ უნდოდა უგემური წამლის დალევა. საბოლოოდ საბჭოს წევრს წამალი ძალიან მოეწონა, გამოჯანმრთელდა კიდეც და სწორედ მან მოიფიქრა სახელი „მარტის პური“.
ეს რა თქმა უნდა მოთხრობაა, სადაც ბევრია მხატვრული გამონაგონი. სინამდვილეში მარცეპანის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებზე მართლაც იცოდნენ ტალინში 17 საუკუნეში, როდესაც არენტ პასსერმა მარცეპანის ორი ფორმა დაამზადა ქალაქის გერბის გამოსახულებით, ხოლო 1806 წელს ტალინელმა კონდიტერმა ლორენც კავიზელმა უკვე მიზანმიმართულად დაიწყო მარცეპანის ფიგურების წარმოება და გაყიდვა.
კიდევ ერთი მოსაზრების თანახმად მარცეპანის წარმოშობის ფესვები ისტორიაში უფრო ღრმადაა შეჭრილი. მიუხედავად იმისა, რომ სპარსულ კულტურაში მარცეპანს არ გააჩნდა თავისი ახლანდელი სახელი, ექიმმა აბუ ბაქარ მუჰამედ ბენ ზაქარია არ-რაზიმ ჯერ კიდევ მეცხრე საუკუნეში მოუტანა მას პოპულარობა როგორც წამალს. ექიმმა ხაზი გაუსვა მარცეპანის დადებით მოქმედებას ტვინზე, თუმცა მიუთითა რომ მისი ხშირი გამოყენება შეიძლება გახდეს გასუქების მიზეზი.ნუში მართლაც შეიცავს ლეციტინს, რომელიც თანამედროვე ქიმიას თუ დავეყრდნობით, ასტიმულირებს ნერვული უჯრედების მუშაობას.

Template Design free joomla templates