| ტორტის შეკვეთა ადგილზე მიტანით | საბავშვო ტორტები | საქორწილო ტორტები | ტორტები შეკვეთით |

ტელეფონები

         593 756 700

      0 790 756 700

ემაილი

  ელ. ფოსტა

  photomagia@mail.ru


გაფართოებული ძებნა
თქვენ აქ ხართ: მთავარი ბლოგი საქორწილო ტორტის ისტორია (დიდი ბრიტანეთი)

საქორწილო ტორტის ისტორია (დიდი ბრიტანეთი)

მრავალსართულიან საქორწილო ტორტის წარმოშობის ბევრი ვერსია არსებობს, ისტორიკოსები დღემდე არ თანხმდებიან თუ რომელია უტყუარი. კითხვა თუ სად გაჩნდა პირველად... ერთერთი მთავარი ვერსია არის დიდ ბრიტანეთი, სადაც დღემდე ტრადიციულად სამეფო კარზე მზადდება უმშვენიერესი მრავალსართულიანი ტორტები, რომელებიც თავისი სილამაზითა და გრანდიოზულობით მსოფლიო ყურადღებას იქცევენ და ბევრი მათგანი ხელოვნების ნიმუშადაა აღიარებული.

wedding cake

თითქმის 17 საუკუნემდე დიდ ბრიტანეთში რასაც ქვია „საქორწილო ტორტი“ არ არსებობდა, საკონდიტრო ტკბილეული სუფრაზე ან საერთოდ არ იყო ან ფუნთუშების სახით ელაგა სუფრაზე, რასაც სტუმართა უმრავლესობა არც მიირთმევდა, უფრო მოგვიანებით ყალიბდება ტრადიცია სუფრებზე კეკსები ცუკატებითა და ნიგოზი შეგემებული რომელიც დიდი ალბათობით ევროპიდან იღებს სათავეს, და ბოლოს 19 საუკუნის დასაწყისში ინგლისელი არისტოკრატების სუფრაზე დე შემდეგ კი ევროპელი არისტოკრატების სუფრაზე ჩნდება მრავალიარუსიანი საკონდიტრო ნაწარმი რომელიც მეტნაკლებად წააგავს თანამედროვე საქორწილო ტორტებს. 

church cake

კულინარული ხელოვნების ისტორიკოსები ერთხმად ადასტურებენ რომ მსგავსი საქორწილო ტორტი მოიგონა ჩვეულებრივმა ლონდინის მოქალაქემ მაღაზიის მფლობელმა. ამბობენ რომ ეს იდეა ამ პიროვნებას დიდი ხანია ქონდა, მაგრამ ვერაფერს იგონებდა მსგავსს, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს მან ფლირტ-სტრიტზე მდებარე სენტ-ბრაიტის ეკლესიის გუმბათს თვალი შეავლო და საქორწილო მრავალიარუსიანი ტორტის იდეაც დაიბადა.

churches joanna lumley

მიუხედავად იმისა რომ ამ გამოგონებამ საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა მაინც გვხვდებოდა იმ დოროინდელ საქორწილო სუფრებზე ერთსართულიანი 2 ტორტი - ერთი მეფისთვის მეორე პატარძლისთვის, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პატარძლის ტორტი იჭრებოდა მანდილოსნებისთვის და ამ ტორტში თავსდებოდა პატარა მინის ბეჭედი, ფიქრობდნენ რომ ვისაც ნაჭერში ეს ბეჭედი შეხვდებოდა ბედნიერი ქორწილი ელოდა. იმ დროისთვის მეფის ტორტი შედარებით მოკრძალებული იყო და ზომითაც პატარა შედარებით პატარძლის ტორტისა რომელიც იყო თეთრი ფერის და პატარძლის უმანკოებას ასახავდა. დღემდე არსებობს კამათი თუ რატომ იყო პატარძლის ტორტი მეფის ტორტზე დიდი - ერთერთი ვერსიით ქალებს ტკბილეულობა მეტად უყვარდათ არის ვერსია სადაც საუბრობენ მამაკაცების ნაკლებობაზე სუფრასთან, უფრო მეტიც ხშირ შემთხვევაში მამაკაცის ტორტი სინამდვილეში ტორტს სულაც არ გავდა იგი ხილით მორთული უბრალო პეროგი იყო. მას ჭრიდნენ პატარა ნაჭრებად რომელსაც ეწერა მეფე-დედოფლის სახელები და ჩუქნიდნენ სტუმრებს, მათ კი შეეძლოთ ადგილზე ეჭამათ ან სახლში წაეღოთ, აღსანიშნავია რომ ეს უკანასკნელი წესი დღემდე შემოჩენილია ზოგიერთ თანამედროვე ბრიტანულ ქორწილებში.

 

დღევანდელ დღეს საქართველოში საქორწილო ტორტი არის რამდენიმე სართულიანი, რომელიც თანამედროვე დასავლეთის მოდისა და ტრადიციების მიხედვით ყოველთვის სხვადასხვა და ორიგინალური გვხვდება.

 

Template Design free joomla templates